აგვისტოს დასასრული ხშირად მშობლისთვის ძალზედ რთულია. Kiddle Academy-მ, ბავშვთა მოვლის ეროვნულმა ცენრმა დაადგინა, რომ დედების 63% ყოველთვის ნერვიულობს სკოლის პირველ დღესთან დაკავშირებით. მიშელ ლევინი, ოჯახის თერაპევტი და Blueprint Mental Health-ის თანამესაკუთრე კი ამბობს, რომ ეს ახალი ამბავი არ არის და მეტიც, სავსებით ნორმალურია.

"ნორმალურია მშობელი აღელვდეს მაშინ, როცა შვილი პირველად მიჰყავს ბაღში და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაჰყავს, ძალიან ბევრი ოჯხისთვის, ეს მათი პირველი შემთხვევაა, როცა ისინი თავიანთ შვილებზე გარკვეულწილად კონტროლს კარგავენ."

მაშინ, როცა ეს მოვლენა ნორმალურია, ზოგ მშობელს მაინც სჭირდება ფსიქოლოგიური თანადგომა რომ ამ ცვლილებას შეეგუოს.

ლევინი ასევე გვთავაზობს ამ სტრესის დაძლევის რამდენიმე გზას.


პრაქტიკა

ამერიკის პედიატრიის აკადემიის სპიკერი, ექიმი სარა ბოუდი გვთავაზობს ერთ-ერთ გამოსავალს ამ მდგომარეობიდან: მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დასტრესილები არიან, უნდა დაიწყონ ფიქრი, ამ სტრესის ფესვებს მიაგნონ და დაფიქრდნენ, თუ როგორ მოიშორონ ის. 

"ალბათ ამ მიზნის მისაღწევად სკოლის ადმინისტრაციასთან შეხვედრა და გასაუბრება საუკეთესო საშუალებაა," - ამბობს ბოუდი.

ბოუდი ხსნის, რომ სკოლისთვის მომზადება რაიმე სახის ღონისძიებისთვის მომზადებას ჰგავს, ეს კი კარგია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ახალი რუტინის ფორმირებას და მასთან შეგუებას.

დაეხმარეთ ბავშვებს პრობლემასთან გამკლავებაში

არა, ამ გრძნობას მხოლოდ მშობლები არ განიცდიან. ბავშვისთვისაც რთულია გარემოს შეცვლა და ამ პრობლემის გადასალახად სწორედ მშობლის თანადგომა სჭირდებათ.

"ერთ-ერთი გამოსავალი აქედან სკოლაში ვიზიტის წინასწარი დაგეგმვაა, როცა თქვენს შვილს გააცნობთ ახალ გარემოს და მოლოდინებს შეუქმნით" - ამბობს ბოუდი და თან განმარტავს, რომ ბავშვისთვის მოლოდინის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ დროს.

ამასთანავე, თუ ბავშვს მაინც გაუჭირდება ამ პერიოდის გადალახვა, ბევრ სკოლას აქვს იმის რესურსი, რომ მისი დახმარება შეძლოს.